ფეხქვეშ იწოდა მიწა ქართული წყდებოდა ყველგან სევდით სიმები, ციურ სამოსში გამოკვართულნი, მაინც გალობდნენ სერაფიმები. სად იყო მოცლა ან იდილია, და ამ დიდებულ საერთო ხმაში - ქუხდა აკაკი, ქუხდა ილია! ასე ტიროდა ალიგიერიც, უცხო, შორეულ სანაპიროდან ისმოდა ყველგან ხმები ძლიერი... ცისა და მიწის დასალიერი, ბურუსით მოცულ ამ ქვეყანაზე, კაცი არ ჩანდა სვებედნიერი. უიმედობის სევდამ დანისლა, იბრძოდა სული ამბოხებული, იყო ტრიალი ბასრი ხმალისა. სიცოცხლე ყველას მიაჩნდა რისხვად... ბევრი დაემხო დასამხობელი, არ იცნო ხალხმა პატივის ღირსად! ფაუსტმა იხმო მეფისტოფელი, გველისმჭამელიც გახდა მინდია, რომ უკეთ ეცნო წუთისოფელი... რად აანთოო აბელმა ცეცხლი, იუდა ისევ თვალს აბრიალებს ღალატისთვის რომ მიიღოს ვერცხლი. ბრძოლებში სისხლი მოდის ჩქერებად, დიდი საქმისთვის განწირულებმა, მაინც იპოვნეს ბედნიერება. ნუგეშით, ზრუნვით თავზე ვევლებით... გეთსამანიის უბედურ ბაღთან - ხან ზეიმია, ხან კი ცრემლები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |