ახლა ღრუბლებიდან არ ცრის, მაგრამ შეწყვეტილი წვიმა წუხელ გალუმპული ცაცხვის სველი შტოებიდან ცვივა...
კირავს, აკოწიწებს ბზარებს, წვეთებს გავუწოდე პეშვი, როგორც წუთისოფლის მგზავრებს.
ვდგევარ გაშვერილი ხელით, სველი შტოებიდან წამლად წვეთის ჩამოვარდნას ველი.
უცებ ააფეთქებს კვირტებს, ვიღაც მოქალაქე დგება, ხელში შაურიანს მიგდებს.
თვალი გავახილე მაშინ... ასე იაფია წამით თავის დავიწყება ხალხში? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |