შენი ფიქრების მაღალ ბალახში ჭიხვინებს თეთრი ცხენების რემა... ტკაცუნობს სიცხე ყვითელ ბალახში და მზე მოისმის, ვით გულისცემა.
იარუსების ამოძახილი, მაინც სტუმრებით სავსე სახლივით ნაძალადევად ხარ მხიარული.
მზე დაგფოფინებს აწურულ მხრებზე და შენი ფიქრი თბილისის მთებზე თვალებახვეულ ცხენივით გარბის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |