ჩემს პატარა ბიჭობაში წლები მახსოვს დიდებული, ერთი მეგობარი მყავდა სამტროდ გადაკიდებული. მხრებზე სცემდა კულულები, როგორც ოქროს ბულულები, პაწაწინა სალამურში დაემწყვდია ბულბულები.
თვალებში და ნაწნავებში თრთოდა ციცინათელებად.
ტანი ისრით დამიცხრილა, სალამურად მაქცია.
ზოგს შორიდან ეთამაშა კუკუ-დამალობანა.
კაფანდარა, ტიტლიკანა, ონავარი ბიჭი.
თუნდაც მხოლოდ დაპირებით, თუნდაც მხოლოდ ტყუილით.
ერთხელ კიდევ დამასიზმრე ამორძალის ძუძუ. . . . რა იქნება, ეგ ისარი ერთხელ კიდევ სინჯო, შე ცუღლუტო, შე ვერაგო, საძაგელო ბიჭო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |