კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

(ოფორტი)


შეკიდული თაღი,

ჩამოფშვნილი ფაცხა,

ჩამომრხჩვალი თაგვი

დარიალის კართან.


შერყეული წყვილი,

წყევლა შემოქმედის,

სამუმიო ძილი

- სადარდელი გედის.


სუიციდი თაგვი,

გასანთლული თოკი,

სად წაიღო ქალმა

გამოცლილი დოქი?!


შებოლილი თაღი,

ძველი თავის ქალა,

ჩემი სარკოფაგი

- ჩამსხვრეული მალა...


თვითმკვლელობის აქტი,

- საბოლოო დასკვნა,

ლოგიკური ფაქტი

შედგენილი მასკვან.


ჩამოვკიდეთ ცაზე

მთვარე სვეურწყავი,

უწყალობა მასზე...

დახატული წყალით.


დაილია ის დღეც,

ჩამოეშვა ნოხი,

დაიღვარა სიცხე

უსახური ქოხის.

………………………

"...ცაზე მთვარე ამოვიდა

ნიშანია დარისა,

კოლექტივი გაძლიერდა,

ვენაცვალე სტალინსა..."

მსგავსი თემები