იმ დღესაც ჩუმად იდგა კედელი და ჩრდილიც ჩუმად იწვა კარებთან და სარკე, როგორც ზედამხედველი, ჩემს სიმარტოვეს უთვალთვალებდა.
ვერ ზიდა გული და აღარ უცემს ვერ გაარკვია და აღარ არკვევს ჩარჩოში როგორ აღმოჩდა უცებ.
ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ ვულკანს ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ სხეულს დაუფიქრებლად აბრუნებს უკან.
მე სიტყვა განგებ გადამაქვს მხოლოდ, რომ აბრეშუმის ჭიის პარკივით არ გასკდეს გულიც, ბოლოს და ბოლოს
თანაბრად ახსოვს კარგიც და ცუდიც: როგორც იდუმალ ცაში აფრენის; ისე მიწაზე დაშვების წუთი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |