შენთვის ვიწროა ჩემი ოთახი, ფართო ოთახი ძვირად ფასდება. ვერ ჩაეტევა შენი ღიმილი და შენი ლანდიც ვერ მოთავსდება.
შენი სიბერე ჯერ ხომ ადრეა. ძლიერ ვიწროა ჩემი ოთახი, თუმცა დარბაზიც არ მინატრია.
როგორ ვიწროა ჩემი საწუთრო. ჩემი ოთახი, როგორც ღამურა, სულის ნანგრევში უნდა აკურთხო.
უნდა ასწიო ბინაში თაღი, ათასად კაცი, ვიცი, დაფასდა, ათი ათასად მცირე ოთახი.
სუნთქვით გავათბოთ ჩემი კედლები. შენა ხარ ჩემი თეთრი მიმინო და მე ბაზიერს ღამე ვედრები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |