რუსთაველზე მე შევხედე მონარგიზულ თვალის გუგას. კიდევ სწყურის გულს ხანძარი, თუმც მრავალჯერ დაიბუგა!
გამოსულა საშუბარად, განა არ გაქვს დასაშური, მოკაშკაშებ მაშ აბა რად?
შვლები მთებში რათ დატოვეთ? არ გაწუხებთ, ლამაზმანნო, მათი სვე და სიმარტოვე?
ლერწმებად რომ დაიქნებით, ევას მერე უტურფესი ხართ, იყავით და იქნებით!
მე მინახავს ერთის თვალში, მისი მზერით დავიღალე, გავნიავდი ეშხის ვალში.
მონარგიზულ თვალის გუგას, მოსწყურდება გულს ხანძარი, ეჰ! რამდენჯერ გადიბუგა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |