მიყვარხართ, - თუმცა ბოღმა მაგიჟებს, ვიცი, შევრცხვები, ფუჭად მოვცდები, და ამ სვედავსილ უგნურებაში ახლა თქვენს ფერხთან მე გამოვტყდები!
და უკვე დროა ვიყო ჭკვიანი, მაგრამ ყოველი ნიშნით ვიცანი ჩემს გულში ტრფობის სნება გვიანი.
თქვენთან კი სევდის წამიღებს ღვარი, აღარ მაქვს ძალა და მწვავს სათქმელი, - ო, ანგელოსო, მიყვარხართ რარიგ!
მესმის შრიალი კაბის, მრეტები, ეგ ხმა უბიწო, ქალწულებრივი, - გონს ვკარგავ სრულად თქვენი მჭვრეტელი.
შებრუნებით და - დარდი მდევარი, ტანჯვის წილ ჯილდო მელის ნეტარი - თქვენი ფერმკრთალი ხელისმტევანი.
და თავდახრილი წუთებს არ ჰკარგავთ, თვალნი, კულულნი ძირს ეშვებიან, მომლბარი ვუცქერ მე ამ სანახავს,
გითხრათ კი ჩემი სვედავსილობა, იჭვი და დარდი რომ მემარწუხა, გასეირნებას როდის აპირებთ სადმე შორეთში ჩემდა საწუხად?
ან საუბრები განმარტოებით, ის ხეტიალი, ის შადრევნები, ფორტეპიანო - საღამოობით?
ვერ გვედრებთ ტრფობას სამაგიეროს, იქნებ არც ვღირვარ ჩემს ცოდვათათვის მე სიყვარულად, ჩემო ციერო!..
ძალუძს ყოველი რომ გამოხატოს, მე მომატყუოთ, - ძნელი არ არის, ამ მოტყუებას თვითონვე ვნატრობ!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |