თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
ო, ჩემო მშვიდო დაო, მე შენი შუბლი მათრობს, იქ მოფენილი ჭორფლით თვლემს ოქტომბერი სათნო. სული მიელტვის ისე, როგორც შადრევანს მიაქვს ლაჟვარდისაკენ, სადაც ჯერ არ გასვლია ყავლი მიბნედილობას ცისას, ტბის მკერდზე გადახატულს, სხივადქცეულმა მზეზე რომ იკამკამოს ყვითლად. |