კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ქალები?!

განსაკუთრებით

ქალები ქალაქისანი!

მე მოვკვდე,

თუ არ მერჩივნოს

ტირიფნი არაგვისანი!

ყალბია მათი სიცილი,

ცრემლიც კი მათი ყალბია...

გიღალატებენ ისინი

არ ენდო წითელ კაბიანს.

ტირიფნი?

განსაკუთრებით

ტირიფნი არაგვისანი,

ესენი შენ არ გეგონოს

ქალები ქალაქისანი!

წრფელია მათი შრიალი,

მათი ქვითინიც წრფელია...

ტირიფზე ნამუსიანი

ამ ქვეყნად არაფერია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები