ატილლა შენი სულია დაუჭედელი, ახალ მიჯნაზე ვერავინ გხედავს, მდუღარე ქარში გაუჭენდები აპოკალიპსის მესამე მხედარს,
სისხლის ნატბევარს მიე მდევარი; მოცეცხლე ველი. წივის ხანძარი, იწვის ქალაქთა გასადევარი.
რაშის თქარუნით ლეწავ გვირგვინებს, ახლაც შორიდან გვეშურდულები, ჩვენც, ღვთის მათრახო, შემოგვირბინე!
მიგვეცი რისხვით ცეცხლის საფქვავებს, შემოგვესიე მთვრალ ურდოებად, დალეწე ყველა, რაც ჩვენ გვაბრმავებს!
გამოუცხადე ჩვენ ღმერთს დუელი; ტყვე დემონებით ეტლების ქარში მობრძანდი, როგორც ემმანუელი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |