კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედამ, შვილების ოთახში

ერთს მშვენიერს დღეს შესულმა,

ნახა, რომ ბნელა და ბავშვებს

მიმართა, გაკვირვებულმა:

"რისთვის აბნელებთ ამ ოთახს

თქვენ გენაცვალოსთ დედაო?

დღეის მზეს კაცი დაჰკარგავს?

რად არ აჰხადეთ ფარდაო?"

უფროსმა ბავშვმა მიუგო:

"ჩვენ განგებ არ ვხდით იმასო,

რადგან შემოაქვსთ ოთახში

მტვერი სხივებსა მზისასო!.."

- "სტყუვდებით!" - უთხრა მათ დედამ:

"მტვერი ოთახში არიო

და სიბნელეში იმალვის

თვალისთვის უჩინარიო;

მხოლოდ როდესაც მოხვდება

მზის სხივი, გამოჩნდებაო

და ჩვენც ვგებულობთ, რომ ოთახს

გაწმენდა ეჭირვებაო!.."

სწავლაც იგივე მზე არის:

სადაც თავისს შუქს მიაფენს,

თუ სადმე იმალებოდა

სიავე რამე, მყის აჩენს;

მაგრამ, ბავშვების არ იყოს,

უგუნურები ჰფიქრობენ,

რომ სწავლას მოაქვს სიავე

და მისს შეზღუდვას ცდილობენ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

მსგავსი თემები