მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ, ავად ვარ სიზმრით თუ სინამდვილით. თითქოს ბარტყი ვარ კატის არჩივი, ბარტყი ბუდიდან გადმოვარდნილი
და მეპარება... და ნახტომს ზომავს, თავზე მშობლების ჟივილი მადგას და მოუხმობენ მშველელს და ქომაგს.
არ ცხრება მათი დრტვინვა-განგაში. ხსნა კი, არ ვიცი,აქ დარჩენაა, თუ იქ წაყვანა, იმ ქვეყანაში?
სულის ძილია ეს თუ სიფხიზლე? სანამდე ვცოცხლობ, მე ვარ სიზმარში და რომ მოვკვდები, გამოვიღვიძებ?
რომელი არი ყოფა მთავარი, ანდა რომელი ქვეყანა ჯობნის - მარადიული თუ წარმავალი?
თუ ნიღაბია და უცხო წიგნი? ანდა საგანთა იერარქია გადადის დროს და სივრცის იქით?
ან რა ვიყავით გაჩენის დღემდე? ბედისწერის თუ განგების ნებით რაღა ვიქნებით სიკვდილის შემდეგ?
ჭეშმარიტ ცოდნას კრძალავს უფალი, კაცი ყველაფერს მაშინ გებულობს, სული რომ ხდება თავისუფალი.
დროის ბრუნვას თუ სულის ხეტიალს და ვინც სიკვდილით მეტია შენზე, მარადისობით ალბათ მეტია...
სულის ძილია ეს თუ სიფხიზლე? სანამდე ვცოცხლობ, მე ვარ სიზმარში, და რომ მოვკვდები - გამოვიღვიძებ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |