ერთი სენი სჭირთ ადამიანებს, დიდების სენი განუკურნელი. ტაშს და დიდებას კარგად იტანენ გენიოსები და კლოუნები.
საშიში ბანგი დაჰკრავს ცდუნების. დიდებისაკენ კლოუნდებიან ნიჭით ნაკლულნი და კაცუნები.
როდი იკმარებს ქვეყნის მართვისთვის. სასტიკი მეფე არის იგივე ხელმოცარული ყალბი არტისტი.
სიყალბე ნიჭის - მიზეზთ მიზეზის ყალბ ხელოვანში, არ გაგიკვირდეთ, თვლემდეს ნერონი უსასტიკესი.
უძღვნა უკვდავი მგოსნის სიგელი. და რომელია უფრო საბრალო თვითონ ტირანი თუ ბრბო მლიქვნელი?
სასაცილოა და სატირალი: ტახტზე ასული პატარა კაცი ზედმეტი ქებით გახდა ტირანი.
ტაშის ტყაპუნით იხსნება ძეგლი - სალამი ათას პაწია ნერონს, არარაობის ცომიდან შექმნილს!
ბრბოა საკუთარ ცოდვის მზღვეველიც, გამომძერწველი ყველა ნერონის, სამაგიეროდ დამასხვრეველიც.
დიდო ელიტავ, - მპყრობელო ჭოგრის, კაცში ღმერთს ეძებ რა რუდუნებით, კაცში ღმერთს ეძებ და... ტირანს ჩორკნი...
დიდების სენი განუკურნელი, მაგრამ დიდებას კარგად იტანენ გენიოსები და... კლოუნები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |