სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში. მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით. სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო. მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა. სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი. და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით, სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
და გამყიდველს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული. მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე. |