ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია.
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია. გალაკტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
ახლა ღამდება, შვიდია სრული. გალაკტიონში ლურჯი ფერია და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩეში უფრო ანგელოზია... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |