კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

იუბილარის სავარძელს

ცალკე დაუდგეს კარავი

და ყვავილების კარავში

დასვეს -

ბატონი არავინ.


ზოგმა

ადრესი მიართვა,

ზოგმა

ზეპირად ინება,

აქებდნენ ბატონ არავის -

ბატონი არავინები.


ერთმა ექსპრომტიც მიუძღვნა,

სახუმრო

და საქილიკო,

ქალბატონ არავინას და

პატარა არავინიკოს.


ბოლოს,

როდესაც დაწყნარდნენ

და ტაშიც დაცხრა ცოტათი,

ადგა ბატონი არავინ -

დუმილის დიდი ოსტატი,

დუმილით დაადასტურა

თავისი დარდიმანდობა

და სავსე დარბაზს აჩუქა

სამმარცვლიანი:

მა-დლო-ბა!


… დირექტორი კი

ფიქრობდა

დღევანდელ შემოსავალზე

და თვალებს ვერ აშორებდა -

ორგზის ცარიელ

სავარძელს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები