ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა, ქრისტესშობა ხომ ყოველთვის საოცარი ღამეა.
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე.
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ფეხზე დგომა არის ძნელი - ადვილია დაცემა!
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა.
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს.
ჭეშმარიტად! - ნიშნის გებით კვლავ იუდა მპასუხობს.
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
ხოლო შენზედ მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად! |