ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო, ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო, კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი, შავი დალალები აბრეშუმისა; თავზე მუზარადი, წელზე - ჯავარდენი, ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი; ცხენი ქვიშისფერი, ლაგამი ოქროსი, ლაგამი ოქროსი, ტახტა ვერცხლისა. ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო, თამარ დედოფალო, თაიმარალი, ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია, ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა. |