კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე გამახსენდა: არსებობს მიწა,

არსებობს ზეცა და ეს ზაფხული,

საბედნიეროდ თავისთან მიწვევს

სათიბებსა და მზეში ჩაფლული.


მე გამახსენდა მუხათა ჩერო,

სიგრილე, სადაც სველი ნეშოა,

მე გამახსენდა და მივხვდი ჩემო,

რომ უშენობაც სანუგეშოა.


რომ თვალებს შურით და მტრობით დავსილს,

არ შესწევს ძალა ზეცის დანახვის,

მეტადრე, როგორ ყვავილობს ხავსი

და რა უჩუმრად დადის ბალახი,


რომ ბედი ჩემი მივანდე უფალს

და თავისუფლად ვსუნთქავ უშენოდ,

მე მივხვდი, ისევ წარსული მღუპავს,

თავს წარსულისგან უნდა ვუშველო.


მე უშენობას სულ აღარ ვდარდობ,

მიყვარს სიტყვასთან სულის კავშირი,

დღეს დავიბადე და მარტოდმარტო,

ახლა სიარულს ვსწავლობ ბავშვივით!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

მსგავსი თემები