კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ერთი არ იტყვის, მეორე იტყვის,

ერთი არ გაგცემს, მეორე გაგცემს,

მერე ნაწამებ, ნაგვემს და ნაცემს,

ერთი აღგადგენს, მეორე დაგცემს.


მერე ის მოვა იისფერ თოვლად,

ყოვლად ციერი, ძლიერი ყოვლად,

თვით გაეცნობა შენს წილ განაჩენს,

შუქს გამოგიწვდის, როგორც ყავარჯენს.


წინ გაგიძღვება როგორც სიმღერა,

წინ გაგიძღვება და გადაგარჩენს.

აი, აქ წყდება ჩემი ზღაპარი,

ის მოგიყვება ალბათ დანარჩენს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები