წიწილა გამოამტვრევს კვერცხს, როგორც დილეგს და ფილტვებს აივსებს აისით, - აისის კვალდაკვალ ივლის და ირბენს თავისუფლება და ხალისი...
სასთუმლად ვიფენ ბუმბულივით მსუბუქ არაკებს, ჭაობის ყანჩა ცალ ფეხზე დგას და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს.
ვერცხლისწყლის წვეთებად ეფანტება ჩემი ფიქრები, - ისევ ველოდები უებარ წამლებს და დღეს, როდესაც ერთად ვიქნებით.
ლილისფერდება მცხეთის მინდვრები... შენ, სულო ჩემო, წიწილასავით მწუხრიდან როდის ამოფრინდები?!
და თავქვე მიდენის ბატებივით ფარფატა ნისლებს, მზე ოქროს ნისკარტით მიკენკავს ცრემლებს, რომ მე გაზაფხული ვინატრო ისევ.
ვხსნი იჭვის ძაფებად დახლართულ ქარაგმებს, ჭაობის ყანჩა კი ცალ ფეხზე დგას და დირიჟორივით ჰორიზონტს განაგებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |