ბიბლიური წარღვნა და ლანდების ლაციცი, - ჩვენ გადავრჩით, მაგრამ რას გადავრჩით, არ ვიცი.
აზრს, სხვა აზრზე ალესილს, ერთად ვარღვევთ, მაგრამ რატომ ვარღვევთ, არ მესმის.
დრო სირცხვილს არ განიცდის, - ქვას რომ მესვრის, ვიცი, რატომ მესვრის, არ ვიცი.
ის დღე, ის მასკარადი და მშიერი ლომი კვლავ მსხვერპლს ითხოვს მარადისს.
რის პატრონი, რა მწყემსი, - თითქოს მესმის, მაგრამ არაფერი არ მესმის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |