კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

უკარებელი. მიზანტროპი. ტანდაყუდრული.

ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.

სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი,

ჩუმი. გვერდულა. ალმაცერა. ცქერაქურდული.


თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი.

მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული.

ქოსა. თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული.

სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.


გიყვარს: სიდამპლე: შმორი: მატლი: მშვიდო ვასაკა -

მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ:

როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. –


ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები:

ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები -

და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

მსგავსი თემები