კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვიდრე აჰყვებოდე ზვირთებს,

ვიდრე მომიღებდე ბოლოს,

ერთი გულის ხეთქვა კიდევ,

ერთი გაგიჟება მხოლოდ!


ვიდრე ჩავხერხავდე ხიდებს,

ვიდრე მომითხოვდე სოლოდ,

ერთი ამღერება კიდევ,

ერთი შეძახილი მხოლოდ!


თეთრად მიღებავენ ვიდრე

ოთხი ფიცრით შეკრულ კოლოფს,

ერთი გაბოლება კიდევ,

ერთი გაზმორება მხოლოდ!


ვიდრე ვკრისტალდები ფრთებად,

ვიდრე ვხურდავდები ხურდად,

თუნდაც ერთი შედარება,

ერთი მეტაფორა თუნდაც!


სულ მთლად დავტოვებდე ვიდრე

მიწას, როგორც თაგვი სოროს, -

ერთი გაზაფხული კიდევ,

ერთი შემოდგომა მხოლოდ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები