გაგიჭირდა სიარული, საწყლად წევხარ მოგონებებს შორის, - ერთი კოვზი სიხარული, ერთი კოცნა სიყვარული, ცხრა ფუთ წამალს გირჩევნოდეს, მორის!
გენატრება პაპიროსის ბოლი... ერთი თვალით დანახული ერთი ჭიქა გაზაფხული, ცხრა სიგარეტს გირჩევნოდეს, მორის!
შენს საწოლზე შემომჯდარი ქორი, - არაფერი აღარ გინდა... ერთი ბღუჯა ბალახი და ერთი მუჭა საქართველო, მორის! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |