კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დრო ისე წავა და გადასწევს

წამი წინაწელს,

აქედან შენკენ ვერ გააღწევს

თვალის სინათლე,

დაფარულია ზეცის თაღი

შავი ხედებით,

გადაგვავიწყდა ის ოთახი,

არ გახსენდები?


მე მაინც მინდა ისევ მაგ ცით,

სხივ-განთიადით,

მოგონებები გაიცრიცოს

რაღაც დიადით.

სული აქაც წუხს, აქაც მასე,

- სულ ფოციალში,

რომელ სფეროზე დაიქანცე

სპექტრის ციალში…


მანძილები კი იზომება

პარაკლისებით,

არც ჩემი ზომვით

და არც შენი კარგი ლექსებით…

თუ სიზმრისა ვართ და ვიშვენით

სიზმრის ხახაში,

სიზმარში მაინც სავიშვიშოდ

დაგინახავდი…


სიზმრის ვიყავით? სიზმრისაგან

ცხადს თუ მოველი,

მაშინ სადღაა - ვინც ვისგანაც

იშვა ყოველი?!

იფერფლება და ინაცრება

ხსოვნის ძიება,

გამოგონილი დარდიც ხმება

ღონისძიებად…


უპატიებელს ის პატიობს -

ვინც ზე ავიდა,

დრო კი ყველაფერს ამარტივებს

თავისთავიდან…

არ გააჩერებს აქ არ დამრჩენს

მძიმე ლანდები,

შემძიმებულსაც არ გაარჩევს

დღე ხვალინდელი...

მსგავსი თემები