უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია, ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი წითელ ოცნებას მდუმარებით ფანტავს აზია. უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია.
თავის ლექსებში იხედება კონნე სპერელლი უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია, ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი.
უტეხი ტევრი და სპეტაკი ნიამორები, სწორი მეტეხი, დამსხვრეული ოქროს არმაზი, მქვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი.
ყვითელ სივრცეში ცეცხლით იწვის ღია ზმორები. მწვანე მირაჟი, ღამის რკალი, სახე ლამაზი, უტეხი ტევრი და სპეტაკი ნიამორები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |