მახსოვს ძაღლის ნაკბენივით, იმ თვალების ღველფი მახსოვს, ვერავინ ვერ დამავიწყებს, თუნდ ამჩეხონ ასო-ასო...
არ მინახავს ხალხო ჯერაც, ღმერთო კარგად ამიხდინე, მისი უცებ გამოჩენა.
კაბის ბოლო ჰქონდა სველი, ასდიოდა ნამის სუნი, მერე ქალის სუნი მწველი.
ფორთოხლებს ეფარებოდა, ვაჰ, თუ იმის შეეშინდა, უცებ არ შემყვარებოდა.
პოეზიის ზიარებას, მისი ტაში მგალობელი, ფრინველივით ფრთქიალებდა.
მაინც ხეს ეფარებოდა, ალბათ იმის შეეშინდა, უცებ არ შემყვარებოდა.
ბევრმა წყალმა ჩაიარა, ვერაფერმა ვერ უშველა, იმ თვალებს და ამ იარას.
"წვიმა წვიმს და ნამი არა, გოგოვ შენმა სიყვარულმა, კაკალ გულში გამიარა." |
პოეზიის გვერდი • • • |