ვინ შექნაარსი ყოველი, ნივთი და უნივთელები, სიუხვითა გვზდის წყალობით არა აქვს გასაძნელები, რა არს ქარხანა ესეთი საცვიფრო, მიუგნელები, და ურწმუნოსა და მორწმუნეს როჭიკი უცდენელები. სულისა შვების მიმცემი, ხორცისა გასამხნობანი, ბედისა არად სახმარი, ცდისა და საქმის ნობანი, და ყრმათა და გამოუცდელთა ბრძმედულად გარდადნობანი. მინდა რომ იყვნეთ მოყვასნი ურთიერთ უგმობელადო, შევმზადე რამე საზრდელი, არ სულა უგბობელადო, და თქმა ადვილია, მოყვასო, ყურთ თუ ხარ მომგდებელადო. ვითა წესია სოფლისა, დაბერდა არად მდომელი, შვილს მისცა თავის მეფობა, განაგდო დაუდგომელი, და უბრძანა ესე ანდერძი, რაცა იწ ითქმის რომელი. რაც რომ გინდოდეს სათქმელად, ანუ თუ იყო მქნელები, მისსა სახელსა ხადოდე, ვინც არის გამაგნელები, და არდააცდინო მადლობა, დღენი მოგხვდეს თუ ბნელები. იცან საჭიროდ საცნობი, ესევდე დაურიდებსა, მონასა მისცა მცოდველთა, მსწრაფლ დღესა დაუბინდებსა, და ის უფრო მისცემს სასწორით დამშავეთ გასაქირდებსა. ღვთისმოყვარენი ამითი გასტეხს ბასრსა და სალებსა, გული მდაბალი ცეცხლსა გავს, ამპარტავანი-წყალებსა, და ზე სწევ, ქვე მოდის; ქვე დასწევ, ზეითვე მიდის ალებსა. თავი არ რიდოს გარჯასა, სწავლისა აღმოცენასა, ენა და ყური აცადე, კარგის თქმასა და სმენასა, და თვარემ მიგზიდავს ბუნება, სათქმელად კაცის წყენასა. უგემო იყოს, კარგიც თქვი წყენისა მიმცემოსანი, იცი სამსალის უმწარე ენა ტკბილი და მგოსანი. და წამლად ეს უთქვამთ: რადა ხარ, რაცა არ გკითხონ, ხმოსანი? რაცა ჰკითხონ, კარგი უთხრას, არა რამე ნაცუდალი, ლაღობა და სალაღობო, საამბობლად დასაცდალი, და სასიბრძნო და სარჩეველი, არც მაღალი, არცა მხდალი. შენც შეეცადე, მისებრივ გქონდესცა მონაცობანი. რამცა გამოვა შურისგან? მოწყენა, გაოცობანი. და გააგდევ ცუდი წადილი, დაუყავ გამხოცობანი. ნუ ბორგავ, ნუ გშურს, ხომ იცი, წარმავალია სოფელი. რა მიუღია შენ გამო, რადა ხარ გამაცოფელი? და საჭვრეტთა ავად მჭვრეტელი თვალია დასაყოფელი. მისაცემელი უფროსად აცდენს და გააჯერებსა; მიკვირს, სოფლისა სიცრუვე ვით მისწევს, დანაბერებსა. და რა მოსავალი მოვიდეს, ბრძენს უფრო გააშტერებსა. არ იციან კარგი კარგს შობს, ავი ავსა მოიყვანებს, მაგრამ ბრზენი ერთსა არ სჯერა, ცდილობს მრავალს მოსამგვანებს, და აქვს დაცდილი, წინ დახვდება, ერიდების შეუგვანებს. მოგცეს წამალი, რომ უთხრა გულისა მოსანებელი, ცუდია ცუდის მითხრობა, ქმნა საქმე გაუცნობელი. და ლხენას ვერ მისცემს სნეულსა მკურნალი შეუგნებელი. რად ხარ ამყოლი კაცისა საშუღრად მომდომელისა? - მალ გაუხდების სანანად მას მისის სანდომელისა. და რა გაეწყობის ავს სიტყვას? - მოთმენა მომთმელისა. აცადე ბევრხან, სიავეს შეექმენ დანარბილები, მალ მიეც კარგი, სიკეთეს არ გექნას დანაცილები; და ნაცვალი მიხვდა მრავალთა, ვინ ნახა დანაბილები. არ შეედრების სახელსა მისი, ვისა აქვს გონანი. მსხმენი ნატრობენ მნახავთა, სწადან რომ იყვნენ მონანი, და ქება დარჩების ბოლომდი არასი შესაწონანი. მიეცე, რასთვის ენდობი საქმესა დასაბარისა? ენა თავსაცა არიდე, თუ ნახვა გინდა დარისა. და ენა უბრალოდ მეტყველი კაცს მისცემს დასაბარისა. უგვანთა მორთვა, შემკობა უნათლოა და ბნელია, ავგულობისა სანაცლო სხვა მტერი რა სათქმელია? და მოყვარეც მტერად გაუდგეს, ეს მიკვირს, რა საქნელია! კვლავ შევეცდები, რად უბნობ, გულისა დასაამებსა? არ დაისწავლოს ერთიცა, ნუ გამოუშვებ წამებსა. და რა სახმარია, სოფელში, კაცი გიძახდეს ხამაბსა? ხელთაგანც ბევრსა ისწავლი, რა ექმნა შესამეზრებსა: რასაცა ავსა იქმოდეს, შენ ნუ იქ მის უშვერებსა. და ავსა არა იქ, კარგის მეტს ვერას იქ ვერას ვერებსა. მით მოყვასნი მიფარევდენ, მტერნი მზრახდენ მაკიდონ ის. მე ნაზრახსა დავერიდი,უფრო ვმწვანდი მაკიდონის და მტრობის იშნმა კარგი მომცა, ავი ჩემი მაკიდონ ის. მეტად იწამებ სხვისასა, იქმნა უმჯობედ მდგომელი, ცდისგან იქნების ყოველი, ვინც კარგზედ არის მშრომელი. და არა ჰქნა შენი სოფელი უშვერად გარდამხდომელი. საქმეს და შრომას ეცადე, თავსა ამითი უარე. სიკეთის სწავლას წაუხდენს, ვინც არი ცუდად მოარე, და სახელის ვარდი კოკობი ვერ ჰპოოს მოსაპოვარე. მორცხვი მორცხვობით წაახდენს სახელსა საამებელსა, თავთავის დროსა მოიმკის ორივე მოსამკელებსა. და ვაქებ სიავის მორცხვსა და სიკეთის ურცხვენელებსა. ხარ რაცა მისგან უკეთე, მალ შეიქნები მგებელი ეს ორი არი კაცისა საქმე რამ შეუქებელი: და სირბილე ყველას საბრიყო, სიძვირე არვის მრგებელი. არა არის რა ქვეყნად, რომ არ ვიცოდე ხრობანი; ნუ მოჰკვეხ, ნუცა გონია, სხვას ჰქონდეს შენზე მხრობანი, და დაგძრახავს მისი გამგონი, არა აქვ მოსახმრობანი. ეგონა ისიც იტყოდა: ,,სულ ქვეყნისა მაქვს გებანი.” ელჩს უკან უთხრა: ,,რად არ სთქვი ,,მაქვს ყოვლის ცოდნის ბრძნებანი?” და ,,ქვეყნად არავინ შობილა, ვით მეძლო თქვენს წინ გნებანი.” სულ ტყუილი სჯობს საუბრად, მართალი გვანდეს მრუდებსა, ვის შეემცნევის მსმენელსა, გულსა ვერათი უდებსა. და ბევრს მართალს ერთის ტყუილის გარევა გააცუდებსა. სიტყვას უგებდენ ერთმანერთს სიტყვისა გამახლებელი, ბრძენი ჰკადრებდა მეფესა: ,,დღემცა გაქვს დაუკლებელი, და ქარქანსა ვიყავ, მუნ ვნახე ამბავი უცილებელი. წყალი გამოდის მის მთიდამ ახლის სულისა მძლეველი; რა ქალნი წავლენ მოღებად, წინ უძღვის გზისა მკვლეველი, და ჭიაა მწვანე, რა ნახავს, გარდაგდებს გზიდამ მლეველი. ვინც ფეხს დაადგამს, მოკვდება, წყალი გახდება მწარენი; წყალი ქვე უნდა დაასხან, რა ნახონ შესაზარენი, და ჭურჭლები სრულად დარეცხონ; ავსონ, ვლონ იგივ არენი.” ბრძანა: ,,რასათვის იკადრა ეს სიტყვა დასაზარები?” მან განჯით წიგნი მისწერა იმ სოფელთ სიტყვა მდარები: და ,,მომწერეთ ამის სიმართლე, ვინც იყოთ მანდა ჯარები.” ჰკადრა: ,,თქვენს წინა ტყუილსა როგორ ვიტყოდი მე რიდეს?” უბრძანა: ,,ტყუილს არ იტყვი, მაგრამ ზე შეემზეროდეს. და ასეთს მართალსა რას აქნევ, უმოწმოდ არვინ სჯეროდეს?” მტერს გაამოყვრებს, მოყვარეს გაამტრობს დასაზარენი, გამოვა მცირე წინწკალი, სულ დასწვას არე-მარენი. და პირმანვე წართქვას სულისა და ხორცის მოსახმარენი. ბრძენი მოიხმო ამხსნელი, მას უბრძანებდა მწყინარი. "შენს უწინ ამოგიწყდება-ჰკადრა-მოყვასი ვინ არი.” და არგნით გალახა, გააგდო, დაწმუნდა გაუცინარი. ჰკადრა: ,,მეფეა მოყვასთაგან დღეგძელობითა მჯობარე.” ასი უბოძა წითელი. ბრძანებს პირველის მგმობარე. და თუცა თუ ორთავ ერთი თქვეს, ეს უკეთ იყო მგმობარე. რა საწყენია უბნობა, რად გულსა გაგიცხელებსა? არას გაწყენს და ბევრს გარგებს მით ნახავ დასაცდელებსა, და დაისწავლიდე სიტყვებსა თავისა დამაცველებსა. იმგვარი უთხარ, აამე ქვენათი, გინა ზესითა. გასინჯე სიტყვა, ისე თქვი, არ მოგხვდეს დასაკვნესითა. და სიტყვა წაახდენს და სიტყვით გახდება მზე უმზესითა. ჩვილი აღზარდო ერთ სახლში, რომ გვანდეს ვარდის კონებსა, ვერ ნახო, ვერცა ისმინო, უტყვად გაიხდის გონებსა და გამოუცდელი გონება თავს მტერსა დაამონებსა. გულსა ვარდულად გაუშლის, მუსიკებრ აამღერებსა, თვალს მისცემს მზეებრ ნათელსა, მხედველთა გააშტერებსა. და სიტყვისგან ბევრი გამოვა, ქვენას იტყვი, თუ ზენასა. საფლავი იყო იმისი ყოველგან გასახმობელი, ნახვა იწადა ხალიფამ, იყო ბაღდადის მფლობელი, და ცხენი ითხოვა, მოართვეს, მივა სოფლისა მგმობელი. ბრძენნი იახლენ მრავალნი, იგ მისი შენამზერენი; თარგმანი ბრძანა, უთარგმნეს, მიართმენ ფეხთა მტვერენი. და ეწერა რამე ანდერძი საამბოდ გასაშტერენი: მალ იყვნენ სამსახურისა, უხვად მიზდისა მპოველი; დავსწერე ესე, რა მოდგა ჩემზედა ყოვლთა მძოველი, და ვინცა მნახავენ, სანაცვლოდ ეს ჰქონდეს მოსაშოველი. აწცა მწადს იყვნენ ჩემისა კარგისა მოამბარენი; მაშინღა ვიყავ უნჯითა გულისა მომგებარენი, და აწ სწავლითა მწადს, ისმინეთ, ამბავი მოამბარენი. "კვლავ რატომღა იქს, ვინცა იქს, ერთს რასმე დასანანებსა. მეფეთ წინაშე მდგომელსა და ახლო მინაყვანებსა და სიფრთხილე უხამს დიადი,არ დასცდეს შეუგვანებსა. ავს ჰყიდი, ავსა იყიდი, მოსავლად დაუზარავსა, სიკვდილი უჯობს ავ კაცთა, პურის ჭამითა მხარ ავსა. და ნუღარ შეხედავ იმ თვალით გლახაკს სხვისაგან მხარავსა. ავისთვის ავსა რად უზამ, გინდა მტრის მოსახარები? თუ სხვის ფარდასა არ დახევ, არც შენზე გაიმწარები და სასმენად საწყინარია უგვანთა სიტყვის გებანი. ნამუსი შორად დარჩება ენაგრძელსა და უსულებსა. გათავდა მისი ანდერძი, რაც ეთქვა ნაუსულებსა. და შენდობა გმართებს მსმენელსა, თუ მიხვდა მისსა სულებსა. ყრმად უარესად გამოჩნდეს ბევრი უსწავლთა მგვანები; ლხინსა და ჭირსა უზარო, ბრძოლასა მბრძოლი ყრმანები, და უხვი საღმრთო და ზნესრული, სიკეთით მონავანები. ბერთა ყრმის საქმე არ ძალუცს, ჭირს სოფლით დაკვნესებანი, ყრმათ მცხოვანთ დაცდა არა აქვს, საწუთროს ესე ებანი. და გულსა ამაყად გაშლილსა,სილაღით მიხვდეს ვსებანი. მისწვდა ის მისსა საწადას, შენ გწადს საყვარელი, ნუღარ ნუ აწყენ საწყენსა, სოფელი არი ტრელია, და და მოვა შენზედაც, თუ გასძელ, ფერი თეთრი და ჭრელია. "ვინ მოგცა მშვილდი - ეტყოდა- მაგ რიგად მონახარრენი? მეცა ვიყიდო, მასწავლე, საჩემოდ მოსახმარენი." და თქვა: "ჭკუით იქეც, ვინც მომცა, შენც მოგცეს გასახარენი." ბევრით სჯობს მოყმე ამისთვის, საქმე აქვს გასაძნელადო. რაცა არ იცის, მის მეტი არ ძალუცს სხვა სათქმელადო. და ყრმა სწავლას ელის, თუ რამ სჭირს სიყრმით და დაუცდელადო. ორმოოცდაათი, სამოცი, კაცს გაჰხდის შესაბრალებსა; რა ოთხმოცისა შეიქნას, გზას ვეღარ გაიკვალებსა, და გავს პირაღმართზე ასულსა, თავდაღმართ ჩამავალებსა. თვალი და ხელი დაკრძალე, სიავის მოსაგერები; გულად არჩიე სიკეთე, მერმეღა სცნობენ ერები და განაგდე უქმი სთქმელი, არაში დასაწერები. კარგს ყური უგდე, ავსიტყვას ერიდე მოუწონებსა, გლახაკს და მდაბალს პატივეც, მისცემდე შესაწონებსა და რად უგვიანებ წყალობას სამსახურისა ქონებსა? მას მეფესავით არ მოხვდეს, ვინც იყო ამის მდომარე: ჯდა მეფე ვინმე უშჯულო, ყოველგან ხელის მწვდომარე, და სამუდმოდ იჯდა მხეველთან ფეხისა დაიდგომარე. ბრძანება მისსა, უსაჯონ სამსჯავროშია მყობელმან. კვლავე შესჩივლა მეორედ ბედსა დამაგმობელმან, და უბრძანა კიდევ ბრძანების მიცემა გაუგნებელმან. "მეტი რა გიყო მაგისგან უმჯობე მოსაგონელად?" "წამალს გასწავლი-შეჰკადრა- არ მექმნა გასაწყრომელად, და რა ერთის მოვლა შეგეძლოს, იმთენს თემს ექმენ მქონელად." იგ მოხელენი დახოცა, მისცა მათ მათსა წილადო; ქვეყანა სრულად დაწყნარდა, აღარვინ იყო მცილადო. და ამად არა ხამს მინდობა ვეზირთა დაუცილადო. არ უნდა ბძანონ სიტყვითა ცოტა რამ დასაჯერია. რა ღვარი ატყდეს, სულ მორწყოს ტყე, მინდორი და სერია. და ასე ხამს მათი სიუხვე, ყოველგან დასაწერია. ორას ფლურს ქვეით არ გასცის, რაც რამე გამოკრულადო; კბილს არ იჩენდის სიცილში, ეთქვათ რამ საცრუელადო და ვერც ვნახე გაჯავრებული გინების აღმასრულადო. მტერს დაფარულად მტერობდეს, ჰქონდესა დიდი ბრალები. პირისპირ ძალუც საქნელად საქმენი დაუმცრალები, და უკადრისია დიადად ქურდობით განამწყრალები.
თქმა ხელმწიფეთა სამსახურისათვის
ხედავთ, ტრფიალნო, გამოდით გაზაფხულისა არესო, ვარდსა ლახვრისა მსობელსა, რომელს მიჯნურსა არ ესო; ყვავილსა ფერად-ფერებში ეს-თუ არავინ არესო, და იმას უამოდ რას ვაქნევ, სამსალის უფრო მწარესო? რაზომ მიგწიოს, შორ დადეგ სამსურსა მოსასურისა; იყავ ბრძანების მორჩილი მძლავრისა, უსუსურისა, და სიფთხილით მქონე დღითი-დღე, მატებდე დასაშურუსა. მაშინ ეკრძალე უფროსად, შიშობდე მონარიდები, თუ ავი რამე ურჩივე, შენც მალე ჩამომცირდები. და მტრის მორევსა არმდომი სიცრუვეს გაუფთხილდები. სხვისა ვისმე საქონელი ნამალავად მისდვას სახლად, უთხრას რამე ავი სიტყვა ნაძვალევი განაახლად, და მოგაშორვებს ამგვარები, ვეღარა ჰქნა დასამძახლად. ცოდნა კაცსა გაათარხნებს, ზღუდე არის მოსაღობი. ხუთი უნდა თარხანს სჭირდეს მათის გულის დასალღობი: პირველ ესე-თვალი, ყური, გულიც მათგან მოუღობი. ამ წამ რა ბძანოს, რა სწადდეს, რისაცა იყოს მჭერელი; მეორედ-იყოს შვენებით მხატვართა დასაწერელი, რომ არ შესძულდეს ნახვაზე, არ ექნას მიწყივ მზერელი. წიგნი, შაირი, კაი ხმა, ხუმრობა სასიამენი; ვარსკვლავთრიცხვა და გამოთქმა მისი რამ შესაწამენი. და წადილისებრივ იქმოდეს, როს იყოს მისი ჟამენი. ლაშქრობის დროსა სალაშქრო, რაც მისი გასაგნენია, ნადირობისა რაც არი წესი და შესამცნენია, არ დარჩეს უკან საქმეში უცოდნი, უამენია. მას შეეძლოს გარიგება, წესი ნუმცა დაუცვინდა, რჩევა ჰკადროს, რა უბრძანოს: “ესე საქმე ასე გვინდა.” და კარგი ჰქონდეს საიდუმლოდ, არაოდეს შეუძვინდა. იმ ვეზირსავით არ მიხვდეს საქმენი დაკარგულები: იჯდა ხელმწიფე, გვერთ ახლდა ვეზირი მიახლულები, და მეღვინეები გაასხა მათ გაიხაროს გულები. მეფემ რქვა: ,,თვალსა რა გიჭირს, რომ აგრე განაჩერობსა?” "მეცა არ ვიცი-შეჰკადრა-რას მივხვდი გასაშტეროსა. და აქვს თვალი მრუდად მზერალი თავის თავისა მტეროსა. ვერ მოშლიდის კაცთა წინა, მდგომი იყო ანუ მწერად. ამით მორჩა რისხვისაგან, სასაიკვდილოდ დასაჭერად და კაცს გაუხდის აჩქარება დღესა მისსა დაუბერად.
თქმა მდივანთათვის
ძმასა არ არგო, სად ემწო, ანუ თუ დასცა დარია, ანუ სოფლისა სიმდიდრე, ბევრს ვისმე დასცა, დარია, ვინ მორჩა სიმუხთლისაგან, არავინ დასცა დარია. და ბოლოს ყოველი მუხთალმან ანაზდად დასცა და რია. სიტყვა ჰქონდეს სახელმწიფო შესაკადრი შესაფერად ცოდნა სრული უნაკლულო სასაქმოში დასაჯერად, და მეჯლისშა და ღაღობაში მშვენიერი სამზერელად. ტურფა მწერალი, წერილი საამოდ სასმენლები, რა წიგნის თავი ამოსცნოს, ბოლოს სცნას საამებელი, და მალ პოოს მისი პასუხი საჭირო, გასაძნელები. “ჰაერზე სახლი-სამყოფი ჩემთვის ქენ ასაგებელი, ვერა ქნა, თემი მიბოძე ჩემის თემისა მხლებელი, და თვარემ გაახლო ლაშქარი საბრძოლად შეუძლებელი.” თავდახრილი იგონებდა,ვეღარ გახსნა სათქმელად პირი; ჰყვა მდივანი სიბრძნით სავსე უკიდური, უნაპირი, და ჰკადრა: ”ხანი დამაცალე, მასვე მივცე მისი ჭირი.” კალატოზებსა გაახლებ ხანს უკან დასაჯერესა.” რა ის წავიდა, მდივანი შეუდგა მას სამტერესა, და გასწვართა ოთხი არწივი ზესთა ამსვლელად ზერესა, “მომეც კივი და აგური ჩქარ-ჩქარად დაუკლებელად.” რა გასწვრთნა, თვითცა წავიდა, იგიც თანა ჰყვის მხლებელად, მივიდა მათსა ადგილსა, პირობის უცილებელად. ხვალ ხელსა მივყოფ აგებად, თუ მეფე არის მნებელი.” უბრძანა:” კარგი იქნება. ”ჰკვირობდენ გაუგნებელი. და რა მზე აღმოჰხდა, მეიდანს გავიდა უყენებელი. ჰაერთ სიმაღლედ ავიდენ, ჰკივრობდენ მუნა მდგომელი. ყრმანი მას სიტყვას იძახდენ, რაცა ესწავლა რომელი; და გაცუდდენ, რადგან ვერ მისცეს მას მისი მოსანდომელი. მათ ვერაფერი ვერა ჰქნეს მისაწდომ, მისაკარენი; გაშველდენ,დადგნენ თავისთვის, გული დაუტკბათ მწარენი, და მდივანს მრავალი უბოძეს, მან წავლო მისვე მხარენი.
თხრობა ვეზირთათვის
თუ აქვს სოფელსა სიმაღლე ზეცამდე მისაწდომელად, ბოლოს დაუშვებს ძლიერად ქვესკნელად ჩასახდომელად, საჭვრეტლად გახდის საბრალოდ და არარისა მდომელად, და თოკი გაწყდება რჩევისა, მისაწდომ, მისახდომებლად. ხელმწიფეთა ქცევა-წესი არა მართებს განამხმარი, ქვეყნის მოვლა, გარიგება, რაც უჯობდეს მოსაქმარი, და მეფეთ წინა მართლის მთქმელი, უტყუარი, უუქმარი. კარისკაცს ხელს ნუ შეუკრავ ცხადად და დასაჩუმადო. თუ რასმე სჭამდეს საჭმელსა საჯაროდ, ანუ მდუმადო, და ორის თითითა იხმიოს, არ დარჩეს გასამგუმადო. ნუ ეძებს ცოტას საძებსა, უფრო მიხვდება რევანი. კბილს დანარჩომმა საჭმელმა მუცელს ვერ მისცეს წევანი და სარგებელს ექნას სასწორით ზიანი, დამაძლევანი. რუ გამოიღევ, უშენთა უყავ ზე აშენებანი; მეფისგან საზრდოს ნუ უჭრი, რაზომცა გქონდეს ნებანი, და ღმერთს შესტირებენ, არ არი ერთგულებისა მცნებანი. უბრძანა: "მთხოვე ადგილი, გქონდეს ნებისად პყრობანი.” ჰკადრა: "ნასოფლის ადგილის მიბოძეთ საურობანი.” და ბრძანა: "მოსძებნეთ, მიეცით, იწადა უფერობანი.” "სამეფოშია არ არი-ჰკადრეს-მაგვარი არები.” უთხრა ვეზირმა: "არც მე მწადს სანაცვლოდ მაგის გვარები, და ასეთს კაცს მიეც, ჩემსავით ქნას მანცა მონაბარები.” ვეზირობაზე სხვაც ბევრი მისცა და მიამთვლელობდა. სჯობს საქმის სწორად დაჭერა, სიმრუდით რათა მვლელობდა? და სჯიდე წყალობით, გასინჯვით, ნურავის გულსა მწველობდა. რა გინდ რომ იყოს ყმაწვილი, დამდაბლდი, ნუ ედიდები. იხვის ბარტყს სწავლა არ უნდა ცურვისა,არცა ხიდები. და აგრევ მეფეთა ნაშობმა იკიდოს ასაკიდები. მოგაგებს შენსა პასუხსა, ნაქნარსა, ნასადავებსა; სადაც წავიდნენ მეფენი, ნუ შორავ მოსადავებსა, და თვარემე მტერი გიპოვნის დროს რასმე გასათავებსა. სხვა არვინ უნდეს სამყოფად, რომ ეძლოს გასამხრეობა, იპარევდეს და სხვისა რამ თავისად ჰქონდეს მრეობა, და მეფედ სახელსა წაახდენს თემს მისცეს ჭირის მდრეობა. თვითონ შეისვამს, არ უშვებს ცოტა ჩავიდეს ქვენადო, ნადენს რუს მალე გაივლის, ჩქარა და მოუწყენადო, და მით მაძღარია სისველით ძირსა, ბოლოს და ზენადო. რა მუხლს აკოცა მან კაცმა, ჰკადრაეს შეუგვანდია: "რაც სამსახური მიბრძანო, დანიშნე, გავიყვან დია.” და უბრძანა: ,,პასუხსაწ გეტყვი, რისაცა იყავ მდომარე: ხმლით აძლევს მტერსა პასუხსა, ყმათაა ურცხვად მგებარი, შენ რატომ მკადრე ეს სიტყვა უკადრი, შეუქებარი? და აწე სცნა, რომე არა ვარ უღონო, შეუგებარი.”
თქმა სპასალართათვის:
რა ხანი წარვლის, გარდავა სახელიც სახელოვანი, იგივ უფროა სიგძითა სხვისაგან გასაძლოვანი; რადგან არა რა დაგვრჩება, ესევ სჯობს ძალგულოვანი, და მივდევდეთ მასვე სახელსა, შევიქნათ დასაგლოვანი. არ უნდოდეს მოსვენება, გარჯით იყოს დასაგულად, მართ აგრევე მორჩილება არ მიაჩნდეს მისა წყლულად, ნუ იქადი მამაცობას, თუ არა გჭირს ესე სრულად. მოლაშქრენია საშენოდ სულისა დამალეველი, შენ რატომე გშურს წყალობა, რად არ ხარ ამის მკვლეველი? და რაც არ დასთესო სათესში, ვერ ჰპოო მოსაძლეველი. ადრე სჯობს მთრისა დასწრება ყოველი შესამუშარი, რომ გიმზადებდეს ვახშამსა, სადილად შექენ მქუშარი. ცდითა და მოჭირვებითა მოგეცეს დასაშუშარი. არ მოგხვდეს საფლავის მეტად მოსვენებისა მგაობა, ნუ მოისვენებ ცოცხალი, ნუ შეგდგამს არამგაობა, და ან სახელი ჰქენ, ან მოკვდი, ცუდია სხვა იგაობა.
თქმა სტუმართათვის
ყვავილს სიცხე ააყვავებს, ყინვა დასძრავს, დაამჭკნარებს, აგრევ კაცსა ეს სოფელი ბოლოდ ჭირად დაამთქნარებს, ვერ გაიტანს მოსახმარსა, თუ არ კარგის ნასაქმარებს. და პატივი და სიყვარული სულ აღმოფხვრის ეკალ-ნარებს. ყმა იყოს, გინა უმცროსი, პატივით მართებს ხსენება, ყვედრება არის, თუ უთხრა ეგეთი გასაწყენება: და "უკაცრავად ვარ, ვერ დაგხვდი, ვითა მწადდა მწადდა და მენება.” მასპინძელს მართებს სტუმარზე, საქმით, სიტყვით და ენითა - მდაბალი მაღლა ასწიოს სიტყვითა მოუწყენითა, და უშურვლად მისცეს, რაც სწადეს, საქმითა შეუქენითა. მრავალი მეფეთ ხაზინა შეჭამა დასაგმობელმან, რა სცნეს, მოიხმეს, უბრძანეს: "რასთვის ჰქენ მიუნდობელმან?” და "ანგარიშშია დაატყდა” - თქვა მწუხრად გაუგებელმან. მათ მოუსმინეს, გაგზავნეს თვით სახლსა შენახულადო; რა თვე გათავდა, მოიხმეს, სთხოვდენ სულ უნაკლულადო. და თქვა: ,,სრულად მომირთმევია, რაც იყო ჩემზე თქმულადო. პურის ცხონამა შემიქნა კბილები დაუდგომელი.” რა მეფეს ესმა, იამა, სტუმრად ყოფილა მცხრომელი. და სტუმარს სხვა მეტი რა ვკადროთ, მივართოთ მოსანდომელი! ჩააროვინა ერთპირად, რაც ჰქონდა დასადავია, წავიდა სახლსა მშვიდობით მადლობის გამათავია. და ვინც მასპინძლობა არ იცის, რისავ თქვათ შესართავია?
თქმა სიყვარულისათვის
მღვთით, სვემან და მოჭირვებამ წარიმართა ამა სამა, ერთმა სოფლის მოსავალმა ცუდად რამე ამასამა, აწ გამხადა სოფლის მგმობლად ჭირმა ჩემმა ამ ასამა. და ვერვინ ჰპოოს სოფელშია საამობლად ამას ამა. თვით მას მოქმედს და უქმედსა სიყვარულს დაასახებსა, ამით გვაქადის მორჩენას მას ძნელსა დასაახებსა, და თავსა დაგხურავს გვირგვინსა თვალთაგან დაუნახებსა. მტერი იყოს, თუ მოყვარე, მეტი ნუ გინდა ძნელადო; ნუ საქმით, ნურცა რჩევითა, ნურც სიტყვის გამომთქმელადო. და სხვისგან შენ ავი, სხვამ შენგან ვერ ჰპოოთ მოსასვლელადო.
თქმა საქონლის შეკრებისათვის
ბევრი დავთესე ყვავილი სურნელებისა ფშოვანი, გავმარგლე, მოვრწყე, გავაწყევ, კარი არ უყავ მხშოვანი ყურისა ხარბად სასმენი, გულისა შესაშოვანი. და გარე ნუ უვლით, შიგ შედით, მიიღეთ მოსაშოვანი. ღარიბს მიეც, დავრდომილსა, ნურას აძლევ მდიდარს ნახად. რად დახარჯავ ცუდად რასმე, უსარვაგოს გამოსახად? და გარჯას თავსა ნუ არიდებ, ვერ აღრაცხო განძი სახად. თეთრი მწვედ საყვარელია და გული მიეგებისა; გლახა უფროსად გიყვარდეს, სხვა რამე მოგეგებისა. და არვის შერჩება სიმდიდრე, გარდივლის, არ დადგებისა. ადგილს დახარჯე სახარჯი, ნუ ასწევ მეტსა ზერებსა, გარიგდებოდეს უქრთამოდ, ნუ აძლევ ცუდად მწერებსა. და დახარჯე, სადაც გმართებდეს, არ მიხვდე დასაჯერებსა. ერთი თავის სიღარიბებით გაგეჩვენოს სამსახურად, მალე მიეც, ნუ შეირჩენ, მაგიერი დასაშურად. და გული ასე აღუსრულე, არ თქვას რა უხამსურად. სასუფეველი იყიდე აღსასრულებად ნებისა; ნაკლები არის ნაკლები, მეტი მიმცემი ვნებისა, და შუას გზაზედა მრავალსა გზა მიხვდა გასაგნებისა. ხარბათ წყალი სარწყავს მისცე, მოსავალსა დაანელებს; არგებს ყველას ზომიერი, საქმეს არას გააძნელებს, და შუა გზა და შუა საქმე ავს არ მოგვრის მისა მქნელებს.
თქმა ანაბრის შენახვისათვის
ბრალი არის წასახდენად მაღლა სარო ანაზარდი, ქვე ზურმუხტად გამწვანული, დაცვარული გარე ვარდი, ჩრდილი მისი მონაძული, გაგდებული, განავარდი, და არვინ ჰყვანდეს ხელის მყრელი, შესახვევი, შესაყვარდი. თუ მიიბარო ნუ აკლებ, იყავ ამისა მცდელობით. ცოდვა არ არის ღვთის წინა უდიდეს შინა მვლელობით, და ასე ძნელია ღალატი, სახლი შეგიქნას მცლელობით. მოყვასს უთხრა: "თან წამამყევ შენცა ამის გასაგნელად.” "გიახლები კარამდისი-უთხრა-სევდის დასანელად.” და მიჰყვა უკან გამობრუნდა გზასამისსა მეტად ნელად. მოყვსის ეგონა იქ ყოფნა, ქმნა საქმე შენაცვალები, ჯიბიდამ თეთრი მოიღო უნახად დაუთვალები: "ღვთის ანაბარი მიიღე” - უბნობს ეს დასავალები. რა გამოვიდა ის კაცი, მასვე მას გზასა მვლელობსა, ქურდმან უყივლა: "მობრუნდი, თეთრი წაიღე მთვლელობსა, და დღეს მოვსცდი ამა საქმითა, საქმესა ჩემს საცდელობსა."
"რად არ წაიღე ეს თეთრი, საშოვრედ იყო არ ავი?” "ღვთის ანაბარზე სიმუხთლე ვით მექნა გასამწარავი! და თუ ჩემითახლად მეშოვნა, მქონდა გასახარავი.” არ იმუხთლო ანაბარზე არვის მიჰყვე საუბარსა, არვინა იქს ბრძენთაგანი, თავსა მისცემს დასაბარსა. და თქმულა: მგელიც შეინახავს ცხვარსა მისსა მინაბარსა.
თქმა მემშურნობისათვის
გემუდარები ნუ მიჩხრეკ ლექსის სიგძე-განებასა, ნურცა რუსთველსა მადარებ, ნურცა-ღა ლექსთა სხვანებსა; ზარდახშანშია დასჭვრიტე თეთრსა, წითელსა, მწვანებსა; და აღიღე, რაცა გეწადოს, ნუ ეძებ შეუგვანებსა. მიტევება და დათმობა კარგი რამ საცოდნარია. პირუტყვის მეტი ვინ არი,რა იყოს ამის მქნარია, და არ გაურიოს საქმეში ეკალი ანუ ნარია. სხვა ვინ დარჩების სამს გარდა ნაშობი მისი ძენია? რა გცოდოს კაცმან საცოდი მოსაძულ გასაძენია, და მოიქცეს, მალ მიუტევ, მცნებისა შესაძენია. სიმშვიდითა და წყალობით გზისა მის დაუკლებული, მოართვეს ბევრი შემცოდე, სწყრებოდა გაალებული და ბრძანა და ზოგი დახოცეს სოფლისგან დანაკლებული. ქება სამართლის ჩვენზედა ცუდ იყო საამბარია, ეს მოგვივიდა, შენს ჟამში სამარედ მისაბარია, და უწყალო სხვას რას გვიზემდა, უღმრთო და უცებარია.” არც მათ დავხოცდი, წინ გეთქვა, ვინც გახდენ ჭირის მწევენით.” ასე ხამს მოწყალებანი, რომ იქნან მისასევენით. და მეფე და ქვეყნის ორგული გასტანჯეთ შეუწევენით. ვინც შუა შემოგივიდეს, მიმადლე, იყოს ბევრები, ანუ თუ თვითან შეიქნას, ვედრებით განამტვერები, და გეყოფა ღვთისგან, ძმა არი ხვეწნისა დამაჯერები.
თქმა სიკეთისათვის
შიგ დავრჩი სოფლის ღელვასა მენავე ნაოსანია, არ დამიჯერეს უმცროსთა, რაც უთხარ სარგოსანია, იქით მკრა, აქეთ მომაგდო, საქმე ვცან სამხნოსანია; და ნაპირს გამოველ, ეს დამრჩა სალხინოდ სამოსანია. დღეს დაგიმოკლებს, შეგასწრებს ჟამსა და დროსა ავებსა. დავი თუ გინდა, იქმოდე საქმეზე შესაგვავებსა. და ნუ რჯი, სარჯელსა სარჯელი მოაქვს და მოემწვავებსა. რჯიდე ვისმე, რა სარგოა წყლულს აძლევდე წყლულსა გულად? უმეცარად ცუდის ჯავრით ბოროტის ხარ განაგულად. და ნუ გააღებ მტრობის კარსა, მაგრადა ჰქენ მინაგულად. შიგან წყალსა გაურევდის, ჰყიდის, იყვის ეგრე მავლად. მეცხვარე ჰყვა გონიერი, დაურიგდა უგბილს სწავლად: და “შეიბრალე ღავი შენი, ჩამოეხსენ საქავს მქავლად.” გაბრუნდა და ცხვარტან მივა, რა აღარ გაუგონა ფარეხს ცხვარიშეაყენა, ჰქონდა ღელეს ასაგონა, და ავიდა და სერზედ დაწვა, ჭირთა მისღა დაუღონა. მთვარე წყლის ბურჯი შევიდა, ღვარი ასტეხა ცვრეული, ის ღელე სრულად მოგრაგნა, რაც იყო მაშიგ რეული, მეცხვარე ადგა, მივიდა პატრონთარ გულდანგრეული, და უთხრა: ნაქნარსა ნაცვალი არ ექნას განსერული. სრულად მოწყვიტა ჭამბარი, ძველი იყო თუ წლეულად; არ დამიჯერე ნათქვამი, რაცა ვთქვენ შენამცენულად.” და უგბილად ქმნულმან უგბილი ასე გახადოს ძლეულად. თუ პირველზე გაგინათლოს, მერმე ბნელად დაგაბოლოს, დაიჯერე ბრძენთა სიტყვა, ნუ აჰყვები აუყოლოს. და რაც ნაქნარი უმეცრული თავსა მისცემს დასაქოლოს. არვისა სთხოვდეს ღვთის მეტსა, ჭირი მიხვდეს, თუ იშანი, მთხოველსა მისცეს უყვედრად, ვითა სიუხვით ქვიშანი, და ისწავლოს სხვამაც იმისგან მოწყალეება ვიშანი. დაჭირებულს არ აძლევდე უნჯსა შენსა მისადებლად. სპარსი მისცემს მოწყალებას, სხვას არ სწავლის მოსაგებლად და ფრანგი თუცა ისწავლება, არას მისცემს გარდსადებლად. ენა, ხელი, სახედველი ჰქონდეს ავზე დაკლებულად. მოეშორვე სამსა რასმე, ნუ შეუშვებ ეამსაც გულად. და უთქვამს: უნახს, უქონელსა ნუ ეძიებ შენდა წყლულად. სალარო და სახლის კარი, სუფრა აროს დაკლებულად; მტერი იყოს თუ მოყვასი ნუ გშურს უხვად მიღებულად. და მისთვის მტერსა გაგიმოყვრებს და შეგიქმნას დაძემბულად. მაშინ იცან თავი შენი ავისაგან გარდამცვლელად. მტერსამტრობა არ მიაგო, იქმნა ავთა გარდამვლელად, და შეუნდო და მიუტეო, ყოფილიყოს შენდა მკვლელად. ნუ ზოგავ, ნახო გლახაკი დაჭირებითა მხმობარე; ბევრს ჰპოებს ცოტას დათესით უცთური ამის მებარე, და სხვისა ნუ გინდა, გიჭირდეს, ეს ავი დასაგმობარე. ასე მივლია, თუ დავრჩი, ესევე მენებებისა, რაც საქმე ჩემთვის არ მომწონს, არც შენთვის მეკეთებისა, და სხვას არ იწვრთიდე, ეს იწვრთენ: გასამტკიცებლად თბებისა.” თუ არ ისმინო, ქვე დადევ, სხვა ისმენს, არ წახდებისა, შენდობას ვინმე მიბრძანებს, ჩემს სულსა მოუხდებისა. და კვლავ გითხრა კიდევ სათქმელი, თუ მზე არ დამიხდებისა. თქმულან ჩემმან დასანანი ადრე მომცა ისევ ძნულად, არ მობრუნდეს განატყორცი უმეცრული გაუგნელად, და დაკოდილი ვერ გამთელდეს მალამისა რისმე ქმნულად. უფრო ნებად მაქვს თქმულისგან უთქმელი დამარხულები, მით რასაც ვიტყვი, ვერ მოვშლი კიდეც მითქვემდეს გულები, და უთქმელსა არ ვიქ, თუ არ მწადს, მოვრჩები დაუწყლულები. მაკიდონელთან მივიდა, ბრძანა: ,,რა მოსაძენია?” ჰკადრებდა: "სიტყვა მისმინე, არა ვარ გასაძენია, და არ დაითმობის სიგონჯით, თუცა ადამის ძენია. ვამსგავსებ კაცსა ქარქაშსა, ხმლის პირსა სულსა მგონელსა, ხამს პირისათვის უბნობდენ ქებასა შეუწოენლსა, და თვარამ ქარქაში რაც იყოს, დაფარავს შესაკონელსა. მისთვის მძიმეა სიტყვაი უგვანი, საღაფალია, არ სჭირდეს კარგი სიტურფეს დასამარხ, დასაფალია, და ვერას იშოვნის იმითი მთავარი საუფალია. ავი მტერსა სეუნახავს, საქმესა იქს გასაკრიჭებს. რა ეს ნახა ალექსანდრემ, სიბრძნე მისი მოღრმოდ იჭებს, და წამ ბოდიში მოიხადა, გაამდიდრებს, არ აბიჭებს. რაც ინათრო, სულ აგიხდეს, ჭკუას გახდის სასაცინად. არ ითქმოდეს რაცა ჯარში, სათქმელია მეტად ძვინად, და სირცხვილის დასაძრახავის დათმობაა ჭკუის მძინად. უგბილსა და უმეცარსა მოსვენებაც ვერ ასვენებს. მალს ცხენსა ჰგავს კაცის დღენი გაჭენებულს, გასამჩვენებს, და ვერ ეწიოს რაზომც სდიოს, შეუპყრობს და მიუწევნებს. რა სწვრთნიდე ბრძენი უცებსა, უზემდე სიტყვის გებასა , იქმოდე მისებრ, რას აქნევ, მეტად ბევრ-ხანსა გებასა? და უცების აყიბარჩებას გიჯობს საბმური გებასა. "ერთი დღის საგძლად გეყოფა - უზამს ამრიგად გმობასა - არ დაგძრას სიცხემ, სიცივემ, ადგილი ჰპოვე ხმობასა - და შენვე მსახურე შენს თავსა, ვალს ნუ იკიდებ ხმობასა. სასინათლოდ ვარსკვლავები და მაშხალად მთვარე მგვავი, ცოდნა შენდა ამხანაგად, რაღა გითხრა მოსადავი? და ასე გავლე ეს სოფელი, მტვერი მისი დაიგავი. გამოჩნდე კაცად, არ გვანდე პირუტყვის გასაყოლებსა.” “რა არის უცხო? - ჰკითხევდენ სოგრატს სიბერით მწოლებსა, - და რასტვინ დასცდება ჭვიანი, რად ცეცხლსა მოიბოლებსა?” დასცინეს: “რად ხარ მაგ დროთა შაგირდობისი მზერია? თქვა: “ არ მრცხვენიან ბერს-კაცსა, ცოდნა ხამს დასაჯერია, და რომ არ ვიცოდე, ის უფრო სასირცხვოდ დასაწერია.” “სწავლა და სიტყვის გაგონა, ვინცა ვინ ამას მცდელობსა, საყვარელია, ვინცაღა კარგ-საქციელად მვლელობსა. და მკურნალი ცოდნის სიმრავლე მრავალსა სენსა მშველობსა. მოგკითხვენ ბოლოდ ნათქვამსა, მასვე გზაზედა წავლისა; გყვანდეს მოყვასი მისანდო, ისმინე სიტყვა სწავლისა, და რა გინდ რომ აღარ შეეძლოს, ნუ დასთმობ შესაბრალისა.” რა ის გატყდება, მრავალი დაინთქმის, დაიქელავსა, აგრევ მათივე ქვეყანას გააწლობს, გააწველავსა, და სადაც სჭირს კაცსა სიკეთე, სამკვიდროდ ის უღელავსა. უთხრა: ,,მას უფრო ეშინის მისგანვე მისის ვნებასა.” სიტყვა ბრძენისა უსწავლთან ამას გავს, ვინც ინებისა, და მთვრალმან ფხიზლისა ნათქვამი ქებისა ან გინებისა. არ მოუა არსით ავი, არც აუგი ეოცნება; სიბრძნის წილში ის ჩააგდევ, ვისა ჰქონდეს ესე გნება, და არას მტერს და მოყვარესა არ უნდოდეს მისი ვნება. იყოს ამგვარად ნაქნარი, ინახებოდეს აროსა, გამვლელს ფეხზედა ჩხვლეტითა აჭირვოს, შეაზაროსა, და ვინცა იცნობდეს, ფთხილად და უვნებლად გაიაროსა. უწყენდა და უბრძანებდა: "მას ნუ მასმენ საუბარსა, ხვეწნა კაცსა გაამაყებს, ქება შეიქს დასაბარსა, და შვენის კაცსა უგუნურსა, დასათესავ, დასაბარსა.” ჭირსა მორჩება ადრობით, გძლად ქვეშე აღარ იგებსა, არ უსმენს, ნუღარ აბრალებს, ვერარას გაურიგებსა, და ირგებს იმთენსაც უცები, ჭამით სნეული ირგებსა. ჭირსა მორჩება ადრობით, გძლად ქვეშე აღარ იგებსა, არ უსმენს, ნუღარ აბრალებს, ვერეარას გაურიგებსა, და ირგებს იმთენსაც უცები, ჭამით სნეული ირგებსა. მოწყალება და სიმშვიდე ზედ არი მოსახმარები ავია მათი ურცხობა, მჭვრეტელთა შესაზარები და სხვისგან თავისი უფროსად სირცხვილი ჰქონდეს მხარები. ავ კაცად იმას ჩავაგდებ, ჰქონდეს ეს ჩვეულობანი: აგროვებდეს და სხვას დარჩეს სიმდიდრე, სიმრავლობანი და სულ გაუცუდდეს ნაცადი, მტერს მიხვდეს ხადილობანი. ენა კაცსა სულისაგან გაიყვანს და გააგუდებს, სიჩქარე არ-გასინჯვა სინანულსა წინ დაუდებს, და თვალი ავად მყურებელი გაასივებს მისსა ბუდებს. ერთმან ვეზირმან ერთს მეფეს უყო ამისი მბობანი: მოსულა ზღვის პირს ვაჭარი, სპეკალთა უამრობანი, - და ას-ათას დინრად ვიყიდე ერთმანერთისა მჯობანი. ასი-ათასი მაგდენი ერთ ფულადა მჩანს მქონარი, მე რომ ვაჭრობა დავიწყო, ვიყო მაგისი მგონარი, და ვაჭარმა რა ქნას, რით დარჩეს, ვითი ქმნას უქმად მცონარი? მყავს მოხელენი მრავალი მაგ სახელოზე თქმულობით, თუ მინდა მომიტანებენ, სადა აქვთ დანა გულობით, და ვით ფასს დასდებენ, ვიყიდი გულისა დაუწყლულობით. ბასრის მთავრისგან ურიამ უჩივლა, ვარო ვნებული. ნატეხარზედა დაწერა ტალახით ესრეთ მცნებული: და "ანუ უსაჯე, ანა ხარ სახელით განყენებული.” უსაჯა მრავლის ბოდიშით, ასრულა მისი ნებული: "ნუღარ უჩივლებ მეფესა ჩემგამო მოყივნებული.” და ასე ხამს შექმნას სამართლით მოქენე შექენებული.
* * * * * * * * * *
ამირ-ნასრანის ნათქვამი გათავდა სპარსთა თქმულები, ჯერ გამოვიღე ამბავად ვარდი-კოკობი რგულები, აწ სევდის მოსაქარვებლად ლექსად ვარ განმაგულები. და ყველას დარჩება სოფელში გაუკურნებლად წყლულები. უკან-და-უკან სხვა მომყვა ართმანეთს მონაბანია, სულ დამიქცია სამყოფი, სახლი სართული, ბანია. და მეფობის ნაცვლად სოფელმან მიბოძა ლექსობანია. მიმდევთა გასაქიქენი, უდევთა დასაგმობელი, მეფეთა ანუ გლახაკთა ბუკთა საჭიროს მხმობელი, და გულითა ამაღლებულთა საბრალოდ დამამხობელი. |