კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შაშვი გალობს, შაშვი გალობს,

თუ ჭახჭახებს მაჭახელა, 

შაშვი ჩემი რჩეულია

და ბევრჯერაც მასახელა.


შაშვი არი ამ მიწა-წყლის,

ამ ბუნების სალამური, 

ჩემი დასაწერი ლექსი

ჩიჩახვში აქვს დამალული.


ჰოი, შაშვო, ჩემო შაშვო,

ჩემო მაჭახელა ჩიტო, 

შენ ხარ ჯილდო, ოქროს ჯილდო,

ჩემი სიჭაბუკის ჯილდო.


მისი საესტრადო სცენა

სუროა და ბუჩქნარია, 

ჩემთან ფარულ შეხვედრებზეც

არაერთხელ უჩქარია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები