არ მომიწამლო სიცოცხლე, არ მომიკვეთო უცებ, მე გაზაფხულის ჩიტივით ვეძებ საკუთარ ბუდეს.
ისედაც ბრმა ვარ, ბოგანო, ჩონჩხი, გამხდარი ძვალი.
მივდივარ, მიწას ვასწორებ... სულმოუთქმელად ვკოცნი.
არ აგერიოს წვიმაში ობლის ხიზანი ცრემლი.
წითელა ბატონებივით რომ გამინათო სახე.
წმინდანის სანთლებს აგინთებ შვიდი არშინის სიგრძეს.
მართლა არ მომაკვლევინო ამ გაზაფხულზე თავი. |