კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმნა გიორგი ძიგვაშვილმა

 

უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ, 

გვერდით როგორ დავუწვები, სერ. 

მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ, 

ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.


მე ისეთი პატარა ვარ, 

მე ისეთი პატარა ვარ ჯერ, -

მე რომ დედას მომაშოროთ - 

ცოდვა არის, ადრე არის, სერ.


დედამ კაბა შემიკერა, ლამაზი, 

წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ, 

ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი, 

თქვენ რომ გვერდით დაგიწვებით, სერ.


შემოდგომის უქმე უკვე გავიდა, 

გრძელი არის ზამთრის ღამე, სერ, 

მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან,

არ მეყოფა სითამამე, სერ.


აგერ ქარმაც ამოყარა ფიფქები, 

ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე, სერ, 

გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები, 

მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ!

მსგავსი თემები