შენ!.. ვინაც ჩემთან ყოფნა ინებე, ასე უხეშთან და ნერვიულთან, მჯერა, ჩემს სუნთქვას იმ მთებს მიუტან, შუბლს შორიდან რომ მიგვირგვინებენ.
ღაზლა გექსოვა, ქინძი გენაყა, ფარჩა გეკეცა, განძი გეთვალა, ან, - სხვა მაღალი საქმე გეთავა.
ტანახოვანი, გადაქოჩრილი, კაცი სათალი, კაცი მოთალი, ოჯახში ბევრი ფულის მომტანი...
როგორც ლეგენდა, - როგორც თქმულება, ან, - როგორც ხდება, ისე, ხალვათად, გემუხთლა მისთვის და გეღალატა.
წამბაძველობას როგორც სჩვევია, გადაჰყოლოდი განთქმულ დღეობებს, ათას ღალატებს, ათას მკვლელობებს.
გეცხოვრა პარმის დედოფალივით, და სხვის სარეცლებს გამოეზოგათ, შენი სხეულის შნო და მარილი.
ღაზლა გექსოვა, ქინძი გენაყა, ამდენი ჭირი არ დაგენახა, ამდენი ჯავრი არ დაგენახა,
კარზე მომდგარი ყოფნის თულები... მაგრამ ეს იყო შენი არჩივი და მე ნურაფერს დამემდურები. |
პოეზიის გვერდი • • • |