ქალავ, მოგტაცებ დედ-მამას, გადაგატარებ ქარებსა, მაგ გრძელის თმებით შაგიშრობ, მაგ მოტირალე თვალებსა.
ჩემს საოცნებო მხარესა, კლდეთა რიგს გადაგატარებ, ჩანჩქერთა მოელვარესა.
არ დაუტანებ კარებსა, მაგ შენი ნაწნავის ჩრდილშია, დაიმალვოდა მთვარეცა.
ავდარს ვერ გაადარებდა, ეს ჩემი გული ტიალი, შენს გულსამც გაახარებდა.
მთიდან ექროლათ ქარებსა, ნაკადულებსაც ემღერათ, შმაგებსა, ბობოქარებსა.
მთის ნიავივით ჩქარებსა, ცხოვრება გვირგვინს დაგვადგამს, საწუთრო გაგვახარებსა. |