კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გრძნობებს... რა არ ვეცადე,

გზა ვერ გადავუკეტე...

კაცი სხვას რას ინატრებ

სიყვარულზე უკეთესს!


მოგონება ფრთებსა შლის, -

წარსულს გავიზღაპარებ...

თვალებს ამ სიბერეშიც

ქალებისკენ ვაპარებ.


დარდი მომძალებია, -

არ ჩანს გზა გასახარი...

ლამაზ ქალის შემყურეს,

მოქცეული მაქვს მხარი!


თუმც ნელინელ მინელებს,

მფრქვევი ტრფობის ალისა...

გრძნობებს ვერ შემინელებს,

ჯიუტობა ქალისა!


გვერდი ვერ ავუქციე,

ბევრსაც გული დავპირდი...

ქალი - ყოვლისშემძლეა,

ქალი... ქალი-მაგნიტი!


თვალებს ვერ ავუკრძალე,

ქალებისკენ ყურება...

ქალი რომ არ უყვარდეს,

კაცი არ მეგულება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თენგიზ სვანიძე  • • •   თენგიზ სვანიძის პოეზია

მსგავსი თემები