კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სული საგანძურია

ნატიფ მარგალიტების,

მზიურ ქვესკნელებიდან

ამოზიდულ კითხვების.

ელვარებენ კითხვები

სულის უღრმეს შრეებად,

სულის საუნჯეებად,

სულის სიმაღლეებად.

რიალებენ ხმებად და

რიალებენ ფერებად,

სულის უსაზღვროებად,

სულის ბედისწერებად.

გიზგიზებენ კითხვები

უმძაფრესი ვნებების

სულის - შემოქმედის და

სულის - შემმეცნებელის,

სულის - მოასპარეზის,

სულის - ღმერთის მმოსველის,

სულის - მეოცნების და

 მუხლმოდრეკილ მლოცველის,

სულის - თავგანწირულად

მძებნელის და მპოვნელის,

სულის - აღმომჩენის და

სულის - უარმყოფელის.

ელვარებენ კითხვები,

 რიალებენ კითხვები,

სულის ტკივილები და

 სულის მეგალითები.

და ჰა, ისიც - კითხვების

 გვირგვინიც და მწვერვალიც,

სულის თავკიდური და

 მარადისი მდევარი.

სულის დასაბამი და

 ურვა დაუსაბამო:

"საით ვილტვი, სად მივალ,

საით მიმყავს სამყარო?"

... სული საგანძურია

 ნატიფ მარგალიტების,

მისი ქვესკნელებიდან

ამოტყორცნილ კითხვების.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჯანსუღ კორძაია  • • •   ჯანსუღ კორძაიას პოეზია

მსგავსი თემები