არაფერია... მაგრამ უბრალოდ
გულმა ტკივილით მიიღო რეჩხი: ძველი ბილიკი ანწლს დაუფარავს, სულ სხვა ბილიკით შედიან ტყეში.
ეს ძველი ეზო, ეს ძველი შუკა. ის არი, მაგრამ აღარც ის არი, აგდია დევის თოხივით უქმად.
ხნულს მოჰყვებოდა აღსავლის მხრიდან, მხარზე მზე ეჯდა ანგელოსივით და ბღუჯა სიმინდს ხნულებში ჰყრიდა.
ხრიოკი ველი ტრამალს გავს ნამდვილს. ღმერთო, სიმწვანე რამ გამოლია, თავს რად წამადგა ყივჩაღის ლანდი?
ხელში კრავივით ავიყვან ბოსტანს. ასე ჩავიტან ქალაქში ლუკმას და პირნათელი ვიქნები დროსთან. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |