მე მომკლავს არა კაცი, არამედ - არაკაცი, წავა და გაერევა მკვლელების მარაქაში. ბევრნი არიან, ბევრებს მიემატება ჩემიც, მეორედ დააბერებს მესამე განაჩენი... კარგი! მოგცლია ერთი, ვინ გაძლევს გარანტიას: ვის დაკარგვიხარ, შენთვის ვინ გააფუჭებს ტყვიას?! სხვამ მოიდრიკოს მუხლი ან თავი მოისაწყლოს, - შენ ვერ ასცდები მუხის სარეცელს ანუ საწოლს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |