ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ არაყის ფული მთელ დღეს აგროვა, მერე დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
მიდგა კუთხეში სიტყვის უთქმელად და სავსე ჭიქას ცოტა ადროვა, მერე გადაკრა სულმოუთქმელად...
მაინც მარტოა! ნუ მეკითხები ასე რატოა: ვინ - ვინ ჩაწიხლა, ვინ - ვინ დატოვა, როგორც კი ცოტას წაიფორხილებს - ადამიანი, უკვე მარტოა!
დიდი მიტინგი, ჭკუათმყოფელმა, ვინც კი სანდოა, იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი, - ადამიანი მაინც მარტოა!
მავანი ისევ მხოლოდ ღადოა, დრო მაინც ყველას კუთვნილს არგუნებს, - ადამიანი მაინც მარტოა!
ზოგს ქეთევანი, ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა, ვის დაფნა ერგო, ვის სატევარი, - ადამიანი მაინც მარტოა!
ზოგს დავიწყების თოვლმა ათოვა, სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს... - ადამიანი უკვე მარტოა!
ხატა, აშენა, სიტყვა და ფერი მოაჯადოვა, ისევ ოცნების გადასარჩენად... - ადამიანი მაინც მარტოა!
კაცი გამოჩნდა, თუ ვინმე ერის სადიადოა, - გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა? - ადამიანი მაინც მარტოა!
თავის გზით მიდის, თვალსაწიერიც უფრო ფართოა, ყველამ ჩახედოს საკუთარ სინდისს, - ადამიანი მაინც მარტოა!
თავის შექცევით, ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა, ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი, - ადამიანი მაინც მარტოა!
არც რა დარდი მაქვს, მაგრამ არ ახსოვს მრავალ დარდიმანდს, დრო იყო, ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა, დრო იყო, კლიტე ეპყრა შადიმანს!
ან აყვირებით, ან გაყუჩებით?! - "გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები!" განწმინდეს, ნათლეს, რა არ იღონეს, ეშმაკმა მაინც არ მიატოვა, (ვწერ უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს) - ადამიანი მაინც მარტოა! რაც უნდა აშრო ბედის ხორბალი, ბოლო არჩივი მაინც ქატოა, ფიცარი ფუყე და გამომპალი... - ადამიანი მაინც მარტოა!
გინდა მომკალი, - სამყარო, აი, რაც უზადოა! ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი - - ადამიანი მაინც მარტოა!
ლოთმა სანდრუამ არაყის ფული დიდხანს აგროვა, - მერე, რა მერე? "მერეს" ლოდინში... - ადამიანი მაინც მარტოა!
დგას მობუზული მთვრალი სანდრუა, და ეკითხება გამვლელ-გამომვლელს: - - ახლა რა დროა?! ახლა რა დროა?!
თქმა რამე ახლის, მე რა თავს ვახლი ასე რატოა? მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი... - ადამიანი მაინც მარტოა! |
პოეზიის გვერდი • • • |