ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი, კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი, შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი, გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:
და ბედიც კეთილ-გუნებიანი თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი, მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულსვიანი? მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.
მოგიკლა გული, გყო სევდიანი? ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი, გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი, თვით ნუ იცვლები! მოვა დროება, გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.
და სიყვარული მოძმეთა ვალად, სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუ კი გსურს გახდე ადამიანად! |