კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

წიგნო, სადა გყავს მკითხველი,

დინჯი, მშიერი, მშვიდი, -

გყიდულობს ყველა პირველი,

ყველა მეორე გყიდის.


რა დაგიკარგავს, რას ეძებ,

განწირული ხარ თითქმის, -

ყველა მესამე გაბეზღებს,

ყველა მეოთხე გძიძგნის.


შური, რა შური, რა ცილი,

სულ სხვა სენი გხრავს, სულ სხვა, -

ყველა მეხუთე დაგცინის,

ყველა მეექვსე გსუსხავს.


ჩნდები თუ არა მაშინვე,

გრძნობ ძმათა შენთა ღალატს, -

ყველა მეშვიდე გაშინებს,

და ყველა მერვე გჩქმალავს.


კარადის კარი იღება,

დილა ღამდება ცუდად,

და მაინც ნამდვილ მკითხველთან

ერთად მივიდეთ უნდა!


ერთიც რომ იყოს, იმ ერთთან,

ვიცი, მივაღწევთ ფრენით, -

იმ ერთი შეხვედრისათვის

კვლავ ღირს წამება ჩვენი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები