კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მისი ცხოვრება ცირკი იყო,

ნამდვილად ცირკი,

ყველა უფრთხოდა მის მოწამლულ

ენას და ქირქილს.

და როგორც იქნა, კომედიის

გათავდა ფირი,

რომლის კადრები

ტრაგედია იყო მეტწილად.

და მხოლოდ ერთხელ,

მხოლოდ ერთხელ

აუკრეს პირი,

რომ ცოცხლებისთვის

სიკვდილშიაც არ დაეცინა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები