ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა, ან ნახევარი რაა დიდება… სრული სიცრუე უფრო გაშინებს, თუ ნახევარი ჭეშმარიტება?
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი, აუსტერლიცი და ნახევარი? ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?
და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით, მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა და არა თხემით ტერფამდე გიჟი.
ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა, ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი და თუ იქნები ნახევრად რამე, მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |