როცა უშენოდ ვრჩები, და გული კენტად მრჩება, - მესირცხვილება ჩემი ყოველი გაღიმება.
მაშინ გღალატობ შენა, როცა დარჩენილს მარტო დამეუფლება ლხენა.
უშენოდ ვინმე მიქებს, არ მიხარია, რადგან არ მეგულები იქვე.
თუ შინ ვბრუნდები გვიან, - ჩუმი ნაღველი მავსებს, უშენობა რომ ჰქვია.
გულს დაამჩნიოს კვალი, ნახვის სურვილსაც კარგავს ჩემი უძღები თვალი...
და გული კენტად მრჩება,- მესირცხვილება ჩემი ყოველი გაღიმება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |