კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სიტყვა თითქოს აზრს ვერ იტევს,

მზეს და მთვარეს ერთ ბილიკზე უვლიათ, -

ნუ დავუშვებთ გაზაფხულის ექსპერიმენტს,

გაზაფხული მაინც გაზაფხულია!


გული ჩემი, დღეს რომ მიტევს,

დარდია და წყლულია, -

ნუ დავუშვებთ სიყვარულის ექსპერიმენტს,

სიყვარული მაინც სიყვარულია!


მაინც ვიფრენ, ფრთებს რომ მჭრიდნენ,

რა ვქნა, კვნესით შევღაღადებ ზენაარსს, -

ნუ დავუშვებთ დედაენის ექსპერიმენტს,

დედაენა მაინც დედაენაა!


რა ვუყოთ, რომ ლექსს ვწერ მძიმედ,

აღარც მთაა თითქოს, აღარც მდელოა, -

ნუ დავუშვებთ საქართველოს ექსპერიმენტს,

საქართველო მაინც საქართველოა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები