მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
ლამბერგი მოჰკლეს და ლატური უნგრეთის მტერი, თოკით დაახრჩეს, სხვისიც ბევრის დადგება ჯერი. ძლიერ კარგია! ხალხი აღსდგა, ხალხი მკვნესარი, გულს რომ მიხარებს, ფრთებს რომ მასხამს, სწორედ ეს არი. მაგრამ არ კმარა მცირე მსხვერპლი, დიდს რომ შეები, სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
ხვალ ისევ მწვანედ იბიბინებს მინდორი ვრცელი. ხეს მოსჭრი ტოტებს გადაბელავ... მაგრამ დროებით, ხე ისევ მალე იშრიალებს ახალ რტოებით. ძირფესვიანად ამოთხარე ძველი ხეები სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
ან სიძულვილი საკმარის არ გაქვს მეფეთა? სისხლს ავუვსებდი მეფის ზიზღით ადამის მოდგმას, მე რომ შემეძლოს ჩავუწვეთო მათდამი ბოღმა. ბოღმა, რომელმაც აღაშფოთა ჩემი დღეები - სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
შხამს და საწამლავს აწოვებდა დედა ჩურჩულით. მათი სიხარბე, მათი მტრობა ავსებს საფლავებს, მათი შეხედვა ხესაც ახმობს, ჰაერს აშავებს. და მიწას ხრწნიან უკვე მკვდარნი, ბნელის ტყვეები. სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
ყველაფერს ანგრევს ომის ცეცხლი, ცეცხლი უხეში. იწვის ქალაქი, გახვეულა კვამლში სოფელი, ცას სწვდება კვნესა, რადგან მეფე დაუნდობელი ვერ გაძღა სისხლით, ვერც ხმლით მოგვსპო, ვერც ციხეებით... სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
დალეწილ გვირგვინს თუ არ მიჰყვა თავიც მეფისა. დღეს თავდახრილი, მოსაჩვენრად თვალმიხუჭული, თავს ისევ ასწევს ქედმაღლურად შავი ურჩხული და სულ ამაო აღმოჩნდება მსხვერპლი ვეება - სახრჩობელაზე ხელმწიფეები!
მხოლოდ მეფეებს შებრალება არავითარი. მათი დანდობა არის მთელი არის ღალატ, თუ სხვა არავინ, მე ვიქნები მეფის ჯალათი, კალამს გადვისვრი, წინ დავდგები ხელში ღვედებით. სახრჩობელაზე ხელმწიფეები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |