კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

განა მე მშიერი ვიყავ

ჭამისათვის წამოვედი

შენთან ლაპარაკი მსურდა

და მისათვის წამოვედი.


მინდა დილა გავათენო

ღამისათვის წამოვედი

დამავიწყდა, ვეღარ ვამბობ

რა მისათვის წამოვედი.


შენ სახელმწიფო გვირგვინო

ჩემი თავი ტარასშია

დიახ მეტად მორთული ხარ

დიბაასშია ხარასშია.


ნათალო ბროლის ფიცარო

სანდალის ფანჯარაშია

პირი ოქროს სარკეს გიგავს

ჯამისათვის წამოვედი.


მოდი თვალო დამავალე

სარგებელში ენას მოგცემ

თავს ბარათის ალაგასა

მეჯლისისა ლხენას მოგცემ.


მუდამ შენს კარს ვეახლები,

ჩემსა თავსა შენად მოგცემ

ან მომკალ ან დამარჩინე

ამისათვის წამოვედი.


სულ ქვეყანა რომ მოგროვდეს

შენი ფასი ვერ ითქმება

რა ინდოეთს, რა ფრანგოეთს

შენისთანა სად იქნება.


ეს საწყალი საიათნოვა

მთელს ქვეყანას ებრალება

ალაბი გადმოვიარე და 

შამისათვის წამოვედი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საიათნოვა  • • •   საიათნოვას პოეზია

მსგავსი თემები