მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, - ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი! სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, - სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!
მეჯლის-საზანდარი, საზი ჩვენია! გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! - ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!
ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია! ხეივანში გადაშლილა სულ ია, წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!
ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი! ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი, სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!
დაბძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი! მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი, საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |